კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ხელოსანს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- დასრულებული საცხოვრებელი პროექტების შიდა და გარე პერიმეტრზე დაფიქსირებული დაზიანებების და ხარვეზების აღმოფხვრა და შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
- პრობლემის იდენტიფიკაცია და მისი აღმოფხვრა;
- ჩასატარებელი სამუშაოებისთვის საჭირო სარემონტო მასალების განსაზღვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.