ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“ აცხადებს კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსიას ბათუმში.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.
მოთხოვნები:
- გაყიდვების / მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აუცილებელია;
- უცხო ენის ცოდნა;
- პროდუქციის წარდგენის უნარი;
- მოსმენის, ადამიანების გაგების უნარი და ინტუიცია;
- თავდაჯერებულობა და საქმის წარმართვის ბუნებრივი ნიჭი;
- ადამიანებთან კომუნიკაციის ინტერესი და სურვილი;
თქვენი პასუხისმგებლობა:
- მომხმარებლის მოლოდინების მუდმივად გადაჭარბება;
- ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მომხმარებელს უბიძგებს არა ერთხელ მოვიდეს თქვენთან;
- თქვენი მთავარი მისიაა გაყიდვების მაჩვენებლების მაქსიმალიზება მომხმარებელთან ურთიერთობაზე ზრუნვით;
- ფილიალში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
ჩვენ გთავაზობთ:
- სამუშაო განრიგს: კვირაში 5 დღე / 40 საათი;
- ტრენინგებს;
- პროფესიულ განვითარებას;
- გაყიდვებზე მიბმულ საბონუსე სისტემას;
- უფასო კვებას;
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი. (მზარდი ფიქსირებული ანაზღაურება)
გთხოვთ, ვაკანსიის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება შემდეგნაირად: „კონსულტანტი ბათუმი“ და შევსებული აპლიკაციის ფორმა გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@modus.com.ge
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ შპს „მოდუსი-“მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვიდან გამომდინარე, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს თანხმობის უკან გათხოვნა, სხვა შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „მოდუსი“-ს ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს.