სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრი სს ,,ემერჯენსი სერვისი“ აცხადებს შესარჩევ კონკურსს - მძღოლის ვაკანტურ პოზიციებზე ქალაქ თბილისში;
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელიც აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ მოთხოვნებს.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა
- მართვის მოწმობა (B.C კატეგორიის)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე - info@ers.ge, გამოგზავნონ CV: განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 დეკემბერი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა მხოლოდ საბოლოო შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.