რეგისტრატორი/მიმღების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო Bazzar
მივლინება: არა ხელფასი: 1000
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმღები (Front Office)
სასტუმრო „Bazzar Boutique Hotel“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის/მიმღების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა:
  • სტუმრების მიღება-განთავსება (check-in);
  • სტუმრების სასტუმროდან გაწერა (check-out);
  • სტუმრების მოთხოვნებისა და პრობლემების მართვა;
  • სტუმრების ანგარიშების მართვა;
  • დეპარტამენტებს შორის კომუნიკაციაზე პასუხისმგებლობა;
  • როგორც შიდა, ასევე - გარე ზარების მიღება-გადამისამართება;
  • ელექტრონული კორესპონდენცია;
  • ოთახის ჯავშნების მიღება;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სამუშაო ინვენტარისა და ტექნიკის მონიტორინგი, გაუმართაობის შემთხვევაში - რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა.

ანაზღაურება და პირობები:
  • 1 000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა); ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება;
  • უნიფორმით უზრუნველყოფა.

გრაფიკი: 4 სამუშაო დღე (დღისა და ღამის 12 საათიანი ცვლები), 4 დღე დასვენება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: neka.maksimovi@bazzarhotel.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით