აღმრიცხველი

ხობი სრული განაკვეთი პრაიმ ბეტონი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ - აღმრიცხველი
სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას აღმრიცხველის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
  • კონკურენტულ სამუშაო პირობებს

ვაკანსიის დასახელება: აღმრიცხველი
სამუშაო ადგილი: ხობი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ბუღალტრულ პროგრამასთან მუშობის გამოცდილება;
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა;

მოვალეობები:
  • ობიექტიდან გასული პროდუქციის წარმოების აღრიცხვის ჟურნალში ასახვა;
  • ქარხნის წარმოების პროცესის აღრიცხვა: როგორც მოპოვებული პროდუქციის, ასევე ფრაქციებად გადამუშავებული პროდუქციის აღრიცხვა შესაბამის ფაილში;
  • ობიექტიდან რეალიზებული მასალის შესაბამისი ზედნადები დოკუმენტის ატვირთვა rs.ge-ზე და პროგრამაში;
  • მასალის შიდა გადაადგილების შემთხვაში შესაბამისი ზედნადები დოკუმენტის ატვირთვა rs.ge-ზე და პროგრამაში;
  • საწვავის მიღებისა და გაცემის პროცესის აღრიცხვა, შესაბამისი პროცედურის დაცვით;
  • საწვავთან დაკავშირებული ინფორმაციის საწვავის აღრიცხვის სპეციალისტისთვის მიწოდება;
  • მიღება - ჩაბარების აქტების გაფორმება ობიექტზე მიღებული მომსახურების ან მასალის მიღების შემთხვევაში, დოკუმენტის შესაბამის რეესტრში გატარება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამოწვევებთან გამკლავების სურვილი;
  • დოკუმენტების წარმოების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.