სამედიცინო კომპანია „ინოვა ინ ვიტრო“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: “კოორდინატორი”
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ზ.ანჯაფარიძის II შეს. N 6;
სამუშაო გრაფიკი: კვირის განმავლობაში არაუმეტეს 40 საათი
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლის მოთხოვნის გამოვლენა, პირველადი ინფორმაციის მიწოდება და დაკვალიანება;
- მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა;
- ონლაინ დახმარების გაწევა;
- შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
- სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური/რუსული (საკომუნიკაციო დონეზე).
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბეურობა და თავაზიანობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: Ejobava@innovainvitro.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კოორდინატორი".
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.