სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერი
თარიღები: 13 ნოე - 12 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  სავაჭრო წარმომადგენელი პრისელერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: oldkakheti@ktw.ge
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს და გამოირჩევა სტაბილურობით. KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
უფრო ვრცლად კომპანიის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ლინკზე: https://ktwgroup.ge/

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისთვის ეძებს გუნდის ახალ წევრებს სავაჭრო წარმომადგენელი/პრისელერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე
დასვენების დღე: შაბათი და კვირა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • ეფექტურ საბონუსე სისტემას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას;
  • საწვავის ანაზღაურებას;
  • ავტომობილის ცვეთის თანხის ანაზღაურებას;
  • ულიმიტო სასაუბრო დრო ყველა ქსელის მიმართულებით.

მოვალეობები:
  • ახალი ობიექტების მოძიება, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობებზე შეთანხმება;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოვებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა, შეთავაზება კლიენტებისთვის;
  • გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება;
  • სუპერვაიზერებთან მჭიდრო კავშირი და სამუშაო გეგმის შედგენა;
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი  სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
  • აუცილებელია ქონებით უზრუნველყოფა.

უნარ-ჩვევები:                  
  • კლიენტზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ-მისამართზე: oldkakheti@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სავაჭრო წარმომადგენელი (თბილისი)“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!