"სარეკლამო კომპანია "ედვინგსი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის (პრე-პრესის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (გლდანის ხიდებთან)
სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00-მდე (შესვენება 1 საათი), შაბათი 10:00-დან 17:00-მდე
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე
ძირითადი მოვალეობები:
- სარეკლამო და ბეჭდვითი პროდუქციის ფაილების კორექტირება და საბეჭდად გამზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება - სასურველია დიზაინის მიმართულებით
- სამუშაო გამოცდილება სტამბის ან სარეკლამო მიმართულებით
- პროგრამები: Adobe Illustrator ან Corel Draw; Adobe Photoshop; InDesign
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული, დისციპლინირებული;
- შრომისმოყვარე, ენერგიული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: hr@adwings.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება