საწყობის უფროსი

თერჯოლა სრული განაკვეთი Legi
მივლინება: არა
ენები: რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
 შპს “ლეგი” დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას, რომელიც 2011 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბეტონის ნაკეთობების წარმოების ბაზარზე. საწარმო აღჭურვილია უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით და იკავებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას.
შპს „ლეგი“ ორიენტირებულია კომპანიის თანამშრომლებისათვის შექმნას კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

კომპანია „ლეგი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე. 
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: თერჯოლა სოფ: ნახშირღელე

ძირითადი მოვალეობები:
  • საწყობში მიმდინარე პროცესების ზედამხედველობა, და მართვა, საწყობის გამართული მუშაობის პროცესების ორგანიზება.
  • საწყობში საქონლის მოძრაობის აღრიცხვა და კონტროლი, პროდუქციის მიღება, დახარისხება , დასაწყობება , საწყობში საქონლის მოძრაობის, აღრიცხვის და კონტროლის ყველაზე თანამედროვე მეთოდების ცოდნა.
  • საქონლის, მატერიალური ფასეულობების და ძირითადი საშუალებების შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა, სასაწყობო ოპერაციების აღრიცხვის სისწორის კონტროლი;
  • სასაწყობე ფართის სწორად დაგეგმვა-გამოყენება და საწყობში არსებული პროდუქციის მონიტორინგი (რაოდენობა, მდგომარეობა, სწორი განლაგება);
  • საწყობის თანამშრომელთა მუშაობის კოორდინირება და კონტროლი, თანამშრომლებისთვის გადანაწილებული ფუნქციების ორგანიზება და კონტროლი, სამუშაო დროის და თანამშრომლებზე დავალებების სწორად განაწილება;
  • საქონლის აღრიცხვა, მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება;
  • წუნდებული პროდუქციის მართვა;
  • მიღებულ პროდუქციაზე (მის რაოდენობაზე,) პასუხისმგებლობა, პროდუქტის უსაფრთხო პირობებში განთავსების ორგანიზება და კონტროლი;
  • საწყობის ნაშთების პერიოდული აღწერა/ ინვენტარიზაცია; 

ძირითადი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საბუღალტრო პროგრამის 1C   ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამის Excel სრულყოფილი ცოდნა.
  • რუსული ენის  ცოდნა. 

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

გამოსაცდელი ვადა 3/6 თვე

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
  • განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@legi.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!