სწრაფი კვების ობიექტი "ფრეშ გრილი " რომელიც ბაზარზე წარმოდგება უგემრიელესი შემწვარი ხორცპროდუქტების რეალიზაციით და თბილისში გვხვდება 2 ფილიალის სახით, აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა თბილისი
სამუშაო განრიგი 11.00-19.00 სთ; 15.00-23.00 სთ. კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენ ება.
(შესაძლებელია სტუდენტებზე ხელის შეწყობა)
საწყისი ანაზღაურება 800 ლარი +ბონუსი
განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.
განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა
მოლარის ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- მომსახურების და სისუფთავის სტანდარტების დაცვა;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;
- სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
- პროდუქციის მოვლა, განლაგება, წარმოდგენილ პროდუქციაზე ვადების კონტროლი.
- მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
- შეთავაზებით გაყიდვა;
- მენეჯერის დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
- ნაშთებზე პასუხისგება.
- ფილიალებში პერიოდული როტაცია
უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაციის კარგი უნარი.
- მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა
- კარგი მათემატიკური უნარ-ჩვევები
- დავალებების დროში და ხარისხიანად შესრულების უნარი, პრიორიტეტების ზუსტი განსაზღვრა.
- გუნდურად მუშაობის უნარი
- პუნქტუალურობა
- პოზიტიურობა და ენერგიულობა
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.(Word, Excel)
არჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები
- პირადობის მოწმობის ასლი
- მენეჯერის მოთხოვნის შესაბამისად (თუ ამის საჭიროება დადგება) წარადგინოთ ცნობა ნასამართლეობის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიურიდან.
- თქვენი CV ფოტოსურათით
- დახასიათება წინა სამსახურიდან.