სარეკლამო საწარმო ,,დეიზი“, რომელიც უკვე 22 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია. დეიზის წარმატება დაფუძნებულია გუნდზე, რომელიც არის: შედეგზე ორიენტირებული, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი.
,,დეიზის“ საქმიანობის მიმართულებაა: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქცია, პოლიგრაფია, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება. კომპანია აცხადევს ვაკანსიას ტექნიკური დიზაინერის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა 10:00-19:00 (ორშაბათი- პარასკევი) ოფისიდან
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 49
სუბორდინაცია: ექვემდებარება მთავარ დიზაინერს
ძირითადი ამოცანები:
- სარეკლამო პროდუქციის დიზაინის შექმნა;
- მასალების რაოდენობის განსაზღვრა შეკვეთის მიხედვით და მასალებზე ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის;
- სარეკლამო ფაილების აწყობა შესაბამის პროგრამაში;
- სამუშაო ფაილის გამზადება დასაბეჭდად/დასამზადებლად;
- საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან კომუნიკაცია;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება გრაფიკული დიზაინერის განხრით;
- აუცილებელია სარეკლამო სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა (საშუალო დონე);
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel Draw, Adobe Photoshop, Illustrator, Acrobat PDF, Indesign
დამატებითი უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მოსმენის უნარი;
- კრეატიულობა;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
თუ დაინტერესდით ჩვენს მიერ გამოცხადებული ვაკანსიით და თვლით რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მაშინ გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@daisy.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური დიზაინერი
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება ტელეფონის საშუალებით დაკავშირება და გასაუბრების დანიშვნა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 12 დეკემბერი 2024 წელი.
კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
გაცნობებთ რომ შპს ,,დეიზი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ მისამართზე hr@daisy.ge
გისურვებთ წარმატებებს.