დაცვის თანამშრომელი
2xP PRIORITY BET25
თარიღები: 12 ნოე - 11 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური რუსული
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bet25.live
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. 
 
"bet25" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომელი პოზიციაზე. 
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.  
სამუშაო განაკვეთი:   24 სთ ყოველ მე-4 დღეს 
უშუალო ხელმძღვანელი:  ცვლის უფროსი 
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 900 ლარი და ყოველ დღიური ბონუსი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის; 
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი 
  • დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა; 
  • მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება, რათა არ დაუშვას ობიექტზე არასრულწლოვნები; 
  • მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე
  • სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს; 
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს; 
  • ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს; 
  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:  
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • პოზიციის შესაბამისი ფიზიკური ნორმატივები; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები. 
 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com   და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დაცვის თანამშრომელი"  
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.