სუბსპეციალობის პროგრამა - მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია/კომპიუტერული ტომოგრაფია
თარიღები: 03 დეკ - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები:  განათლების სექტორი ტრენინგ კურსები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Vacancy.Surgery@aversi.com
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს მიღებას სუბსპეციალობის პროგრამებზე: მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;სახელმწიფო სერტიფიკატი „სამედიცინო რადიოლოგიაში“,
  • ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მაძიებელმა კონკურსზე დასაშვებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • სახელმწიფო სერტიფიკატის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე (CV).

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის კურსის ღირებულებაა - თვე 800 ლარი.
კომპიუტერული ტომოგრაფიის კურსის ღირებულებაა- თვე 800 ლარი.
სწავლების ხანგრძლივობა: 8 თვე.
შერჩეული მაძიებლები გაივლიან გასაუბრებას.

საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.