კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: კლინიკის სამედიცინო წარმომადგენელი:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, პრიორიორიტეტულად ჩაითვლება უმაღლესი სამედიცინო განათლება, 
  • სასურველია შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება,
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; 
  • კლინიკის სერვისების სრულყოფილი ცოდნა;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კლინიკის სარეკლამო და საინფორმაციო მასალების შექმნაში მონაწილეობის მიღება.
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, კლინიკის სერვისების წარდგენა.
  • სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

უნარები:
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

მისამართი: თბილისი, კ. ჩაჩავას N7.
სამუშაო განაკვეთი: სრული(ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV  ელ. ფოსტაზე:
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024  წლის 10 დეკემბერი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.