ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: რეგისტრატორი
ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
- უმაღლესი განათლება
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
სასურველია:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება;
- პორტალზე პაციენტის დაზღვევის შემოწმება;
- დღის მანძილზე პროგრამულად გატარებული პაციენტების შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში გადატანა;
- ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება.
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განრიგი: დღის რეგისტრატორი, ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მორიგე რეგისტრატორი: 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბერი.
გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (რეგისტრატორი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge