ოპერატორი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ოპერატორი

ძირითადი მოთხოვნები:
სავალდებულოა:
  • უმაღლესი განათლება,  სასურველია ჯანდაცვის ადმინისტრირების/ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით,
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სასურველია: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება,
  • ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება,
  • ინგლისური, რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:
  • ისტორიის პირველადი კალკულაციების გაკეთება,
  • პაციენტისთვის  რეალურად  ჩატარებული კვლევების პროგრამასთან შესაბამისობაში მოყვანა და სიზუსტის შემოწმება,
  • პორტალის მიხედვით პროგრამაში ისტორიის აწყობა,
  • მიმდინარე ისტორიების სამედიცინო ხარისხის მართვის დეპარტამენტის მენეჯერებისთვის წარდგენა, ისტორიის დეპარტამენტში დაბრუნება და შენიშვნების შემთხვევაში მათი გათვალისწინება.

პიროვნული თვისებები:
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი,  
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართი: თბილისი, ჩაჩავას N7.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გამოაგზავნონ CV  ელ. ფოსტაზე:  Vacancy.Surgery@aversi.com  საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბერი.  გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი). 
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. ცენტრის შესახებ  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს:  http://www.kirurgia.ge.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.