მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 
 
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას. 
 
ფუნქციები: 
  • ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი; 
  • ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი; ბრენდის სასიცოცხლო ციკლის მართვა და განვითარება; 
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება; 
  • გაყიდვების ანალიზი და პროგნოზირება; 
  • გაყიდვების გეგმების შედგენა,  მონიტორინგი, სტიმულირება; 
  • მერჩედაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად); 
  • მარაგების მართვა; 
  • ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება; 
  • ბიუჯეტის შედგენა, მენეჯმენტთან შეთანხმება და მართვა. 
 
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში; 
  • სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, მინიმუმ B2 დონე; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა; 
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი; 
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშობის უნარი. 
 
ანაზღაურება: შეთანხმებით; 
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ. 
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64 

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge  
თხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.  
 
გისურვებთ წარმატებებს!