სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას
მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ფუნქციები:
- ბაზრის კვლევა; კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
- ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი; ბრენდის სასიცოცხლო ციკლის მართვა და განვითარება;
- ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება / განვითარება;
- გაყიდვების ანალიზი და პროგნოზირება;
- გაყიდვების გეგმების შედგენა, მონიტორინგი, სტიმულირება;
- მერჩედაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად);
- მარაგების მართვა;
- ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
- ბიუჯეტის შედგენა, მენეჯმენტთან შეთანხმება და მართვა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
- სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა, მინიმუმ B2 დონე;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
- ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშობის უნარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით;
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
სამუშაო ადგილი : ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:
career@bms.ge თხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!