მაღაზიის საწყობის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ ელექტრონიქსი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა. სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათ კარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, დროებითი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან;
  • პროდუქციის საწყობში გადატანა/ან მაღაზიაში განლაგება;
  • მაღაზიაში ან საწყობში პროდუქციის გადაადგილება;
  • აღწერებში მონაწილეობის მიღება;
  • გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება
  • პროდუქციის მიღება-გაცემის პროგრამული უზრუნველყოფა

პიროვნული მახასიათებლები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: eejobs@elitelectronics.ge  გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!