არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი
თარიღები: 12 ნოე - 11 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა
მეცნიერება/განათლება:  უმაღლესი განათლება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: xlomidze@sipt.org.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 599959913
სსიპ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა–ტექნიკის ინსტიტუტი აცხადებს  ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: არატრადიციული ენერგეტიკის ლაბორატორია
მეცნიერ-თანამშრომელი– 3  (sami)  სრული საშტატო განაკვეთი;

მეცნიერ–თანამშრომლის კონკურსის პირობები:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს:
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ლაბორატორიის მიმართულების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს სახელმწიფო ენას და ერთ-ერთ უცხო ენას;
  • კონკურსანტი კარგად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპიუტერულ პროგრამებს – Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ინტერნეტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ / ან მითითებულ ელ-ფოსტაზე (xlomidze@sipt.org.ge) უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
  • განცხადება (იხ. განცხადების ფორმა);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • ავტობიოგრაფია/CV;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ერთი სამეცნიერო ნაშრომის სტატიის ასლი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
  • ინფორმაცია სახელშეკრულებო (არასაბიუჯეტო საგრანტო პროექტებში)   ) სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • პატენტების, საავტორო მოწმობების, ლიცენზიების, სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი;
  • შესაბამისი დარგის ორი მეცნიერის რეკომენდაცია წერილობით. 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. დოკუმენტაციის განხილვა და გასაუბრება არასრული და არასწორი ინფორმაციის   მოწოდების შემთხვევაში კანდიდატურა   არ განიხილება; საკონკურსო საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად ელ-ფოსტაზე: xlomidze@sipt.org.ge 

2024    წლის  13 დეკემბრის  10  საათიდან  16  დეკემბრის  18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
– კონკურსი გაიმართება   2024 წლის  17    და   18   დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი
ხათუნა ლომიძე
ტელეფონი +995 599959913