სამეურნეო სამსახურის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გერმანული ჰოსპიტალი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი  სს ,, გერმანული ჰოსპიტალი“ - დაარსდა 2019 წელს. ჰოსპიტალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური გერმანელი და ქართველი  პროფესიონალი ექიმებით. ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. კლინიკაში შესაძლებელია  მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა. სს „გერმანული ჰოსპიტალი“ გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
ს.ს. „გერმანული ჰოსპიტალი“ აცხადებს  ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე:

მის: თბილისი, კოსმონავტების ქუჩა №45ა
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00
ანაზღაურება: 1000-15000

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰოსპიტლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (საყოფაცხოვრებო ინვენტარის მოვლა/შეკეთება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამეურნეო, სატელეფონო და ელ.ქსელების მოვლა/შეკეთება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ჰოსპიტლის შენობა-ნაგებობებში მიმდინარე მცირე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
  • საორიენტაციო ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობის მიღება;
  • საქმიანობის შესრულება უსაფრთხოების ნორმების დაცვით;
  • უშუალო უფროსის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან;
  • კომპანიის შინაგანაწესის: კორპორაციული სახელმძღვანელოს, პოლიტიკების, გაიდლაინების, ინსტრუქციებისა თუ სხვა სავალდებულო შესასრულებელი დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულება.

რას გთავაზობთ
  • პროფესიული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობები.
  • დამხმარე და თანამშრომლობითი სამუშაო გარემო

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე შემდეგ  მისამართზე hr@hgh.ge შეტყობინების ველი მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ სამეურნეო სამსახურის მენეჯერი “. განცხადების მიღების ბოლო ვადა 15/12/2024