რიჩსტაკერის / კონტეინერის დამტვირთველის ოპერატორი
თარიღები: 12 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მძიმე ტექნიკით ოპერირება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: mariam.kiladze@tbilisidryport.com
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2024 წლის ოქტომბერში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანა თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში,  რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული. 
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს. 

პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ რიჩსტაკერის / კონტეინერის დამტვირთველის ოპერატორს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში. 

დეპარტამენტის შესახებ:
რიჩსტაკერის / კონტეინერის დამტვირთველის ოპერატორი ექვემდებარება ტერმინალის და საწყობის მენეჯერს მენეჯერს და თანამშრომლობს ტექნიკურ დეპარტამენტთან, ავტოდამტვირთველის ოპერატორთან, ტერმინალის საწევარის ოპერატორთან.  

გამოცდილება და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • დეტალებისადმი ყურადღება 
  • ორგანიზებულობა
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი)
  • მოქმედი სერთიფიკატი სატვირთო მანქანების და ტექნიკის მართვისთვის

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კონტეინერების ჩატვირთვა და გადმოტვირთვა უსაფრთხო და ეფექტური გზით
  • ტვირთის შემოწმება და დათვლა სიზუსტის და/ან დაზიანების დადგენის მიზნით. საჭიროებისამებრ -  ინვენტარიზაციის ჩატარება.
  • პროდუქტის განთავსება შესაბამის ადგილებზე ცვლის უფროსის და/ან ტერმინალის მენეჯრის მითითებების მიხედვით
  • სპეც-ტექნიკის / დამტვირთველის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ხარვეზების იდენტიფიცირება და პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • საჭირო პერიოდულობით, ავტომტვირთველის ტექნიკური შემოწმება (ზეთის კონტროლი, მუხრუჭების შემოწმება, აკუმულატორის შეცვლა, საბურავების ვარგისიანობის შემოწმება სეზონების მიხედვით);
  • პუნქტუალურობა და განრიგის დაცვა საექსპლუატაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
  • ყოველი მუშაობის დაწყებამდე მანქანა-დანადგარების შემოწმება, ყოველდღიური ინსპექტირების წესის დაცვა და ტერმინალის მენეჯერის და/ან ცვლის უფროსის ინფორმირება ნებისმიერი პრობლემის შესახებ 
  • ტერმინალის მენეჯერის და/ან ცვლის უფროსის ინფორმირება გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში
  • ობიექტზე და ტერნიკის უსაფრთხო და მოწესრიგებულ გარემოს შენარჩუნება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com .

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 დეკემბერი
წარმატებას გისურვებთ!