ავტოდამტვირთველის / ფორკლიფტის ვოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი დრაი პორტი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: მძიმე ტექნიკით ოპერირება
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2024 წლის ოქტომბერში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანა თბილისის მშრალი ტვირთების ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში,  რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული. 
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს. 

პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ ავტოდამტვირთველის „ფორკლიფტი“-ს ოპერატორს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში. 

დეპარტამენტის შესახებ:
  • ავტოდამტვირთველის ოპერატორი ექვემდებარება ტერმინალის და საწყობის მენეჯერს მენეჯერს და თანამშრომლობს ტექნიკურ დეპარტამენტთან, რიჩსტაკერის / კონტეინერის დამტვირთველის ოპერატორთან, ტერმინალის საწევარის ოპერატორთან.  

გამოცდილება და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • დეტალებისადმი ყურადღება 
  • ორგანიზებულობა
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის ცოდნა (წერითი, ზეპირი)
  • მოქმედი სერთიფიკატი სატვირთო მანქანების და სპეც-ტექნიკის მართვისთვის

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტვირთის დაუზიანებლად დატვირთვა/ჩამოტვირთვა ტერმინალის ტერიტორიაზე;
  • ტვირთის გადაადგილებისთვის საჭირო სპეც-ტექნიკის მართვა;
  • სპეც-ტექნიკის / დამტვირთველის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, ხარვეზების იდენტიფიცირება და პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
  • საჭირო პერიოდულობით, ავტომტვირთველის ტექნიკური შემოწმება (ზეთის კონტროლი, მუხრუჭების შემოწმება, აკუმულატორის შეცვლა, საბურავების ვარგისიანობის შემოწმება სეზონების მიხედვით);
  • საწვავის მარაგის კონტროლი და შესაბამის პირთან დროული კომუნიკაცია მარაგის შევსების მიზნით;
  • ავტომტვირთველის სისუფთავეზე ზრუნვა;
  • დაკისრებული სამუშაოს უსაფრთხო გზით შესრულების უზრუნველყოფა/საექსპლუატაციო და უსაფრთხოების წესების დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში გადამზადება/ტრენინგი “რიჩსტაკერის” / კონტეინერის დამტვირთველის ოპერატორის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე mariam.kiladze@tbilisidryport.com .

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 10 დეკემბერი
წარმატებას გისურვებთ!