სატრანსპორტო კომპანია "GBN ჯორჯიან ბიზნეს ნეთვორქი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
- ახალი დამკვეთების მოძიება;
- დამკვეთის მოთხოვნის დამუშავება საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებით;
- კონტაქტი მომწოდებლებთან;
- კონტაქტი გადამზიდ კომპანიებთან;
- სრული დოკუმენტაციის გაცვლა გადამზიდთან და დამკვეთთან;
- საქონლის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი;
მოთხოვნები და უნარები:
- რუსული ენის ფლობა (სალაპარაკო და წერითი);
- აზერბაიჯანული და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებულს + ბონუსი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: gbnvacancy@gmail.com გთხოვთ სათაურის ველში - subject, მიუთითოთ პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.
გისურვებთ წარმატებას!