გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
თარიღები: 21 ნოე - 11 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 4000 +ბონუსი
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: m.gvritishvili@agronom.com.ge
შპს „აგრონომი“ წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში. 
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს „აგრონომი“ ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 – 17:30, ერთი საათი შესვენება;
სამუშაოს ადგიმდებარეობა: თბილისი, ასევე შესაძლოა მივლინებები რეგიონებში;
ანაზღაურება: 4000 ლარი (ხელზე ასაღები ხელფასი)  + ბონუსი, თვეში, 2000 - 4000 ლარამდე, დამოკიდებული იქნება გეგმის შესრულებასა და წლიურ მოგებაზე;  

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლების მოძიება, ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის კონკრეტული შეთავაზების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაციის ჩატარება
  • გაყიდვების გუნდის საქმიანობების დაგეგმვა, მათთვის გეგმების შედგენა და კოორდინირება;
  • დაქვემდებარებაში მყოფი გუნდის მართვა და სწავლება;
  • ბაზების დამუშავება;
  • გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
  • გაყიდვის პროცესის მონიტორინგი და გუნდის წევრებისთვის მუდმივი უკუკავშირის უზრუნველყოფა მზარდი შედეგებისთვის;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვა-ანალიზი და შემდგომი მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ზრუნვა.
  • შემოსავლის ბიუჯეტირება, პროგნოზირება
  • ბიზნესის ადექვატური კონტროლის სისტემების/მიდგომის დანერგვა
  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მარკეტინგის სტრატეგიების განსაზღვრა და შესაბამისი ამოცანების დასახვა
  • გაყიდვების სტრატეგიების განსაზღვრა,გეგმის შედგენა და სრული ციკლის მონიტორინგი
  • გუნდის განვითარების მიზნით ამოცანების ჩამოყალიბება,მენეჯმენტთან შეთანხმება და განხორციელება
  • თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული/ყოველდღიური შეხვედრები, ამოცანების დასახვა და თვის ანალიზი/რეპორტინგი.
  • პარტნიორთა ბაზის მუდმივი განახლება და მათი შედეგების მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის საკონტაქტო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge, ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი