აღმასრულებელი შეფი
1xP PRIORITY HPM
თარიღები: 11 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@hpm.ge
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:
შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას კლასტერის აღმასრულებელი შეფის( Cluster Executive Chef)პოზიციაზე.

სასტუმროში წარმოდგენილია რესტორანი MARILI, რომელიც გთავაზობთ თანამედროვეობის, დახვეწილობისა და ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის უნიკალურ სინთეზს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტული პროცედურების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების შედგენა, დანერგვა, დაცვა;
  • სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის ინსტალაციაში მონაწილეობა და სამზარეულოს მზაობაში მოყვანა ობიექტის გახსნისთვის;
  • სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა, მომარაგება, პროდუქციის ხარისხისა და საწყობების აღწერაზე პასუხისპმგებლობა;
  • მონაწილეობის მიღება რესტორნის კონცეფციის შექმნაში და საოპერაციო სტანდარტების დანერგვაში;
  • მენიუს შედგენა, განახლება, რეგულარული დაგემოვნების ორგანიზება, ახალი რეცეპტების შემუშავება, კერძების თვითღირებულების კალკულაცია, მონაწილეობა სარეალიზაციო ფასის შემუშავებაში;
  • სტუმრის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, სწავლება და გადამზადება;
  • თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შედგენა;
  • დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების, მოგება-ზარალის მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება/აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ-შეფის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: კლასტერ ბრენდ-შეფი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 11 დეკემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.