DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა, კომპანია შპს“ჯორჯიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას მოტო კურიერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო პირობები: - განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30-18:00, შაბათი: 10:00-14:00);
- ანაზღაურება: 1200 -1400 ლარი დამატებული ბონუსი გამომუშავებით.
ძირითადი მოვალეობები:
- საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
- მიღებული ამანათების დახარისხება;
- მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
- ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
- ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
- კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
- გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
- მართვის მოწმობა - A კატეგორია. (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
- სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
- სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლიანი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
- სიახლის ათვისების უნარი;
- დედტალებზე ორიენტრირებული;
- მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 24 ნოემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“ ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადენლობა კომპანია შპს “ჯორჯიან ექსპრესი“-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.