ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თარიღები: 20 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@MYLINE.GE
გახდი მაილაინის გუნდის წევრი 
კომპანია მაილაინი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი, დისტანციური
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში ექვსი დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი; 
  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის/სერვისის შეთავაზება;
  • კომპანიაში არსებული სრული პროდუქციის კარგად შესწავლა, მათი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით;
  • ფილიალისა და ონლაინ გაყიდვების პროცესის ხელშეწყობა და ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი);
  • ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნეთ მეილზე: HR@MYLINE.GE დამატებითი უნარები ჩაითვლება უპირატესობად და თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე 

წარმატებას გისურვებთ !