ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ქიმიის ან ღვინის/ალკოჰოლის ტექნოლოგიის მიმართულებით.
- საოფისე პროგრამების ფლობა.
- სასურველია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ღვინისა და ღვინომასალის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების გაკეთება.
- ყოველდღიური ანალიზების პასუხის ჩაბარება შესაბამის ფორმებში.
- ანალიზებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივების მომზადება.
- ღვინის/ბრენდის საამქროში არსებული ღვინომასალების კონტროლი.
- ჩამოსასხმელი ღვინის მდგრადობის კონტროლი.
- ღვინის ჩამოსხმის ლაბორატორიული კონტროლი.
- საცობის, ყურძნის წვენის კონცენტრატის, გლიკოლის და სხვა დამხმარე მასალების კონტროლი.
- დღის მანძილზე გამოყენებული ქიმიური ჭურჭლის გარეცხვა სანიტარული ნორმების შესაბამისად.
- დანერგილი ჰიგიენურ-სანიტარული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.