ქიმიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ასკანელი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ღვინის ტექნოლოგი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ქიმიის ან ღვინის/ალკოჰოლის ტექნოლოგიის მიმართულებით.
  • საოფისე პროგრამების ფლობა.
  • სასურველია ღვინის/ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ღვინისა და ღვინომასალის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების გაკეთება.
  • ყოველდღიური ანალიზების პასუხის ჩაბარება შესაბამის ფორმებში.
  • ანალიზებისთვის საჭირო ქიმიური რეაქტივების მომზადება.
  • ღვინის/ბრენდის საამქროში არსებული ღვინომასალების კონტროლი.
  • ჩამოსასხმელი ღვინის მდგრადობის კონტროლი.
  • ღვინის ჩამოსხმის ლაბორატორიული კონტროლი.
  • საცობის, ყურძნის წვენის კონცენტრატის, გლიკოლის და სხვა დამხმარე მასალების კონტროლი.
  • დღის მანძილზე გამოყენებული ქიმიური ჭურჭლის გარეცხვა სანიტარული ნორმების შესაბამისად.
  • დანერგილი ჰიგიენურ-სანიტარული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00. 
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას.