საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია/მოვალეობები:
- დილით სალაროს დათვლა;
- სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
- ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა;
- დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა;
- საღამოს სალაროს დახურვა;
- ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამის ცოდნას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
- სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით.
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpass;
- ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
- მზარდი ანაზღაურება.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:cv@wishlist.ge გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მოლარე“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!