მოლარე-კონსულტანტი
2xP PRIORITY Wishlist.ge
თარიღები: 11 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 +ბონუსი
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი მოლარე
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: cv@wishlist.ge
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში Wishlist.ge - “ვიშლისთი“ აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლისი ;

ფუნქცია/მოვალეობები:
  • დილით სალაროს დათვლა;
  • სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
  • ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა;
  • დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა;
  • საღამოს სალაროს დახურვა;
  • ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამის ცოდნას.

სამუშაო პირობები:
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
  • სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass;
  • ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
  • მზარდი ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე:cv@wishlist.ge გთხოვთ, “subject”-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „გაყიდვების კონსულტანტი ლისი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებებს!