საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია კარგონი ეძებს ფინანსურ ანალიტიკოსს.
კომპანია კარგონის საქმიანობის სფეროა საერთაშორისო გადაზიდვები, კომპანია დაარსადა 2016 წელს და დღეის მდგომარეობით საქართველოს გარდა ფილიალები აქვს აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში და უზბეკეთში.
კანდიდატს რომელიც დაიკავებს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციას იმუშავებს თბილისში ცენტრალიზებულ ფინანსურ გუნდთან ერთად; თუმცა, დაუკავშირდება ადგილობრივ ბუღალტრულ ფირმებს იმ ქვეყნებში, სადაც კომპანიას აქვს ბიზნეს ოპერაციები (ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი)
სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, მერაბ კოსტავას N 37-39, გრატოს ბიზნეს ცენტრი
სამუშაო ფრაფიკი: 10:00-18:30 საათი, შაბათი კვირა დასვენება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფინანსური მონაცემების გაანალიზება საოპერაციო ეფექტურობისა და მომგებიანობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად
- ფულადი სახსრების ნაკადების ანალიზი და ხარჯების კონტროლი
- პერიოდული ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის გუნდისთვის წარდგენა
- სახელშეკრულებო ვალდებულებების მონიტორინგი და შეთანხმებული პირობების დაცვის უზრუნველყოფა
- სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ადგილობრივი ფინანსური საკითხების მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, სასურველია ეკონომიკური მიმართულების სპეციალობაში (ბიზნესის ადმინისტრირება, ბუღალტერია, ფინანსები ან მასთან დაკავშირებული სფერო)
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შესაბამის ფინანსურ ან ბუღალტრულ როლებში, სასურველია საკონსულტაციო ან მსგავს ინდუსტრიაში
- ანალიტიკური და სამეწარმეო აზროვნება, სწავლის სურვილი
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
- ინგლისური და რუსული ენების, როგორც სალაპარაკო, ასევე წერილობითი თავისუფლად ფლობა;
პიროვნული მახასიათებლები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის დემონსტრირებული გამოცდილება სწრაფად ცვალებად გარემოში
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :
vacancy@cargon.com განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 ნოემბერი
წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.