საინვესტიციო კომპანია "ურბანიკი", რომელიც აერთიანებს „ინოფისის“ ბიზნეს ცენტრებს, დეველოპერულ მიმართულებას და სხვადასხვა პროექტებს უძრავი ქონების სფეროში აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
მოვალეობები:
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების ეფექტური ზრდისკენ მიმართული მარკეტინგული კამპანიების წარმოება;
- სოციალური მედიასა და კომპანიის სხვა საკომუნიკაციო არხებზე კონტენტის შემუშავება და განთავსება;
- სოციალური ქსელის და საიტის მონიტორინგი;
- სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
- პრეზენტაციების მომზადება;
- პროექტების შესრულების მონიტორინგი და მართვა
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში;
- Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული).
უნარები:
- დავალებების დროში და ხარისხიანად შესრულების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე.
კანდიდატების შერჩევის ეტაპები:
CV - ს განხილვა.
გასაუბრება
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inoffice@tiflis.ge განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 10 დეკემბრამდე