შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია „გლობალური ტექნოლოგიები“, დაფუძნებულია 2001 წელს. ჩვენი გუნდი, 22 წელია ახორციელებს უძრავი ქონების დეველოპმენტს, მართვას და განვითარებას. კომპანიას დასრულებული აქვს რამოდენიმე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობა. ამჟამად ახორციელებს მრავალფუნქციური კომპლექსის - თაუნ სკვერის მშენებლობას თბილისში. კომპლექსი შედგება 3 კორპუსისგან. ის მოიცავს ქალაქის ტიპის მოედანს გამწვანებითა და შადრევნით. კომპლექსის შესახებ ინფორმაცია იხილეთ townsquare.ge
ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
- კომპანიის არსებული მომხმარებლებისა და უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირებისთვის სარეალიზაციო ფართების შეთავაზება-გაყიდვა;
- უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
- მოლაპარაკებების წარმართვა და ხელშეკრულებების გაფორმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- სასურველია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- ენერგიულობა;
- კრეატიულობა;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დარწმუნების უნარი.
ანაზღაურება - 1500 ლარი და ბონუსი ყოველ გაყიდულ აპარტამენტზე;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ: გაყიდვების მენეჯერი