კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 23 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge

მისამართი: ქალაქი ბათუმი, ფარნავაზ მეფის 107/109;
სამუშაო განკვეთი: სრული, სამუშაო კვირა: ორშაბათი - პარასკევი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი კლიენტების მოძიება, შეხვედრების დაგეგმვა და  პროდუქტების პრეზენტაცია;
  • არსებულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი კმაყოფილების უზრუნველყოფისა და  ახალი/დამატებითი პროდუქტების შეთავაზების მიზნით;
  • დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულია გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში გაყიდვების მიმართულებით;
  • უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft Office)

უნარები:
  • ეფექტური პრეზენტაციების, მოლაპარაკებების გამართვის უნარი
  • მიზანდასახულობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!