მთავარი/უფროსი ბუღალტერი
2xP PRIORITY ენთები
თარიღები: 11 ნოე - 10 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  მთავარი ბუღალტერი
შპს ენთები წარმოადგენს ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას, რომელიც კლიენტებს სთავაზობს  ბუღალტრულ, საფინანსო, საგადასახადო და რეპორტინგის სერვისებს.  ჩვენი კლიენტები არიან ადგილობრივი და საერთაშორისო,  მცირე და საშუალო საწარმოები.  კომპანია დაარსდა 2015 წელს და ამჟამად ემსახურება 250-ზე მეტ კლიენტს.
შპს ენთები აცხადებს ვაკანსიას მთავარი/უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე. 
განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
  • საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება Balance-ის ცოდნას)
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება უფროსი ბუღალტერის პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა:  (Excel ცოდნა სავალდებულოა);
  • სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე: https://hel-ai.com/apply/KXLkEoIc