"ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: - დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და შესაბამისად გადამისამართება;
- საოფისე/სასაწყობე მარაგების მართვა.
- შესყიდვების კონტროლი
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საქმიანი მიმოწერის და დოკუმენტაციის შედგენა, შესწორება, კორექტირება.
- დოკუმენტაციის მომზადება - ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა
- ოფიციალური მიმოწერის წარმართვა
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office)
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
უნარები/პიროვნული კომპეტენციები: - დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები: - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
- შაბათი-კვირა დასვენების დღეები.
- სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი და აეროპორტი
- ხელფასი 1100-1500ლ გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: info@georgiacb.com.