ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დოკუმენტაციის მიღება, აღრიცხვა და შესაბამისად გადამისამართება;
- საოფისე/სასაწყობე მარაგების მართვა.
- შესყიდვების კონტროლი
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე საქმიანი მიმოწერის და დოკუმენტაციის შედგენა, შესწორება, კორექტირება.
- დოკუმენტაციის მომზადება - ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარებები და სხვა
- ოფიციალური მიმოწერის წარმართვა
- უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან, საქმიანობასთან დაკავშირებული, სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; **სასურველია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office)
- ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
პირობები:
ანაზღაურება: 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
შაბათი-კვირა დასვენების დღეები.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ორხევი და აეროპორტი
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე:
info@georgiacb.com.