აჭარის წარმომადგენლობის მოლარე

ბათუმი სრული განაკვეთი PayBox
მივლინება: არა ხელფასი: 1000
საბანკო: მოლარე (საბანკო)
Pay Box საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500-მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000-მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

PayBox გთავაზობს ვაკანსიას აჭარის წარმომადგენლობის მოლარის პოზიციაზე. 
პოზიციის მიზანია, ინკასაციიდან შემოსილი თანხის დათვლა-დახარისხება და პროგრამაში ასახვა.

რას გააკეთებ:
  • დათვლი სალაროში არსებულ თანხას;
  • მოაწესრიგებ თანხას ბანკის ინკასაციისთვის;
  • მნიშვნელოვანია ზედმიწევნით დაიცვა უსაფრთხოების ინსტრუქცია.

დამატებითი მოთხოვნები:
  • უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდებით უზრუნველყოფა.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ყოველთვიურ 1000 ლარამდე ხელზე ასაღებ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და
აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.