შპს „გლობალური ტექნოლოგიები“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის ტენიკური ზედამხედველის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-8 წლიანი გამოცდილება;
- ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
- მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა;
- CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე);
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება სამშენებელო ან საინჟინრო მიმართულებით.
მშენებლობის ზედამხედველის სამუშაოს აღწერა:
- საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო ობიექტის შესწავლა;
- კონტრაქტორების მიერ წარმოებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, აღრიცხვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
- მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტექმების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან;
- სამშენებლო ობიექტზე დამკვეთის წარმომადგენლობა და კონტრაქტის პირობების შესაბამისად მოქმედება;
- სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური კონტროლი;
- მშენებლობის გრაფიკის კონტროლი;
- ობიექტის საერთო და ყველდღიური ჟურნალის წარმოება;
- ყოველდღიური ფოტო-დოკუმენტაციის წარმოება;
- სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიის და კონონმდებლობის შესაბამისად;
- სამუშაოთა შესრულების პროცესში შეუსაბამობებისა და დეფექტების გამოვლენა და მათი დროულად გამოსწორების კონტროლი;
- სამუშაოების პროგრესის კონტროლი;
- კონტრაქტორების შრომითი რესურსების რაოდენობის და ხარისხის ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება, რომელიც ასახავს არსებული რესურსის საკმარისობას გრაფიკით დადგენილ თარიღებში სამუშაობის დასასრულებლად;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ობიექტზე მოწოდებული მასალების საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი;
- კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაობის მოცულობების გადამოწმება, მათი ფორმა #2-თან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- შესრულებული სამუშაოების მიღება-დადასტურება;
- დამატებითი (გაუთვალისწინებელი) სამუშაოების წარმოშობის შემთხვევაში, მათი განხორციელებისთვის ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილებების გამომუშავებაში ჩართულობა და გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა;
- დაგეგმილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებისათვის საოპერაციო და ტექნოლოგიური რისკების დადგენა და მათი აცილების ხერხების შემუშავება, აღნიშნული საკითხების რისკის მართვის დოკუმენტში შეტანით;
- პროექტის მსვლელობისას გეგმისგან შესაძლო გადახვევის შესახებ დამკვეთის დროული ინფორმირება, ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზება;
- საშემსრულებლო ნახაზების გადამოწმება, რათა ზუსტად იყოს ასახული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დროს განხორციელებული ცვლილებები;
- ფარული სამუშაოების აქტების მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
- ფარულ სამუშაოთა შესრულებაზე დაკვირვება და შესაბამისი აქტების წარმოება/დადასტურება;
- რისკების დროული იდენტიფიცირება;
- დეფექტური აქტების დროული გაფორმება ან/და მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება;
- ქვეკონტრაქტორებისა და კონტრაქტორების მიერ ლაბორატორიული კვლევების და გაზომვების ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
- სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპეტენტურობა;
- დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვის და ლოგიკური გადაწყვეტილებებების მიღების უნარი;
- სტრესის მართვის უნარი;
- რამოდენიმე საქმის ერთროულად და ეფექტურად წარმოების უნარი;
- ხარისხზე ორიენტირებულობა;
- ანგარიშების წერის უნარი;
- კარგი კომუნიკაციური უნარები
სამუშაო განაკვეთი:სრული
ანაზღაურება:4500 ლარი.
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: globaluriteqnologiebi@gmail.com და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.