გერმანული კომპანია „სი ემ იქს სოლუშენს“-ი 2012 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე, ფილიალებით ბერლინში, სკოპიეში, ერევანში, ალმათსა და თბილისში. მრავალენოვანი კონტაქტ-ცენტრის საშუალებით მომსახურებას ვუწევთ მსხვილ საერთაშორისო კომპანიებს. ორიენტირებული ვართ შემომავალ ზარებსა და ელექტრონული კორესპონდენციის დამუშავებაზე.
ამჟამად თბილისის გუნდში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და გაფართოების მიზნით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს:
გერმანულენოვანი მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენლის პოზიციაზე სრულ, ან ნახევარ სამუშაო განაკვეთზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
მომხმარებელთა მომსახურება შემომავალი და გამავალი ზარის და ელექტრონული მიმოწერის საშუალებით;
მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა, ინფორმაციის მოძიება და დაკვალიანება;
მოთხოვნები:
- გერმანული ენის ცოდნა (B2+ ; C1 დონეზე);
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა;
- მაღალი კომპიუტერული უნარ ჩვევები;
- სისხარტე, ოპერატიულობა;
- სიზუსტე, აკურატულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება არ მოითხოვება;
ჩვენ გთავაზობთ:
- დისტანციურად მუშაობის საშუალებას;
- მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებად ტრეინინგ კურსს;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას - 2000-2500 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
- რეკომენდაციის ბონუსს თითოეულ რეკომენდებულ კანდიდატზე - 750 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
- გარანტირებულ ხელფასის მატებას ყოველ ექვს თვეში;
- ყოველთვიურ ბონუსს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
ჩვენი ოფისი მდებარეობს თბილისში (საქართველო), თუმცა განიხილება აგრეთვე კანდიდატები, რომლებიც არ ცხოვრობენ თბილისში და სურთ მუშაობა დისტანციურად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსეთ თქვენი მონაცემები აღნიშნულ პლატფორმაზე -https://cmx-solutions.peopleforce.io/careers/v/77270-deutschsprachiger-kundenservicemitarbeiter-tiflis-georgien/a/new
აპლიკაციის წარდგენით ვაცხადებ თანხმობას, რომ შპს „სიემიქს სოლუშენს“-მა რეკრუტირების პროცესთან დაკავშირებით შეინახოს ჩემ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და პერსონალური მონაცემები 3 წლის ვადით დასაქმების კამპანიაში მათი შემდგომი გამოყენების მიზნით.
ამავე დროს ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი განვაცხადო თანხმობაზე, თუმცა ვიცი, რომ უარის შემთხვევაში შპს „სიემიქს სოლუშენს“ ვეღარ შეძლებს ჩემთან დაკავშირებას სამომავლო პოტენციური რეკრუტირების პროცესში, იმ პოზიციებთან მიმართებით რომელიც შესაძლოა შესაფერისი იყოს ჩემი კანდიდატურისთვის.