გაყიდვების მენეჯერი
VIP Beard.ge
თარიღები: 18 ნოე - 07 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
მივლინება: არა
ხელფასი: 800 +ბონუსი
ენები: ქართული ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Jobs@beard.ge

გახდით Beard.ge-ს გუნდის წევრი!

ჩვენ შესახებ: Beard.ge არის #1 ქართული ბრენდი წვერისა და თმის მოვლის სფეროში. ჩვენი ასორტიმენტი აერთიანებს პრემიუმ ხარისხის პროდუქტებსა და აქსესუარებს.  Beard.ge ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქციასა და სერვისის გაწევაზე. 


თუ დაინტერესებული ხართ გაყიდვების სფეროში საქმიანობით შანსი გეძლევათ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და იმუშაოთ დინამიურ და მეგობრულ გარემოში.

Beard.ge აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი


სამუშაოს აღწერა:

  • პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა: დახმარება მომხმარებლებს წვერისა და თმის მოვლის საკითხებში.
  • ინდივიდუალური მიდგომა: უზრუნველყოთ მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და  გასაოცარი, უმაღლესი ხარისხის მომსახურების გაწევა.
  • სალარო ოპერაციების წარმოება: გაყიდვების პროგრამაში და სალარო აპარატებთან სიზუსტით მუშაობა.
  • პროდუქციის მარაგების კონტროლი: პროდუქციის მარაგების მიღება და ეფექტური ორგანიზება.


ანაზღაურება და სამუშაო გრაფიკი:

  • ხელფასი : ფიქსირებული 800 ლარი +ბონუსი. (ბონუსის გათვალისიწინებით ხელზე ასაღები თანხა განსხვავდება ფილიალის მიხედვით  900 ლარი -1400 ლარი).
  • სეზონური ბონუსები: გაორმაგებული ანაზღაურება გაყიდვების ზრდიდან გამომდინარე წლის სხვადასხვა პერიოდში (ვალენტინობა, შავი პარასკევი, საშობაო პერიოდი).
  • სამუშაო დღეები: თვეში 15 დღე (დღეგამოშვებით).
  • სამუშაო საათები: 10:00 - 22:00 (1.5 საათიანი შესვენებით).


კომპანია გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები: მუდმივი სწავლა და ინფორმაციული, ანაზღაურებადი ტრენინგები .
  • კორპორატიული სატელეფონო პაკეტი.
  • ⁠Fitpass აბონემენტი - კომპანიის სრული დაფინანსებით.
  • დაზღვევა.
  • სპეციალური ფასდაკლებები -  კომპანიის სრულ პროდუქციაზე ჩვენი თანამშრომლებისთვის.
  • წამახალისებელი აქტივობები და შეხვედრები - წამახალისებელი გათამაშებები და პრიზები.
  • მეგობრული სამუშაო გარემო.
  • მოქნილის სამუშაო გრაფიკი.


მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მშობლიური).
  • ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • სწავლისა და განვითარების სურვილი.


დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: Jobs@beard.ge ან შეავსოთ აპლიაკაცია ბმულზე:   https://beard.ge/consultant-job/ წერილის სათაურში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი”


მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!