მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
2xP PRIORITY Okto Group
თარიღები: 20 ნოე - 07 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მარკეტინგის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@oktogroup.ge
სამშენებლო კომპანია " OKTO Group " აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პოზიციაზე.

" OKTO Group " სწრაფად მზარდი ახალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს მშენებლობის, უძრავი ქონების გაყიდვისა და მართვის მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 სთ კვირაში 5 სამ. დღე 10:00-18:00
ვაკანსიის რაოდენობა: 1
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი (გაყიდვებიდან)

მოვალეობები:
  • მარკეტინგული გეგმების შექმნა და კონტროლი;
  • ბაზრის კვლევა;
  • პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
  • კომპანიისათვის მარკეტინგული ღონისძიებების, გამოფენების კონცეფციის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება გუნდთან ერთად;
  • კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
  • კომპანიაში შემავალი კონკურენტულ უპირატესობებზე მიბმული მარკეტინგული აქტივობების მართვა მარკეტინგის გუნდთან ერთად;
  • საჭიროების შემთხვევაში ახალი ბრენდის/პროექტის განვითარება და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება;
  • სტრატეგიული და ტაქტიკური მედია დაგეგმარება;
  • მიზნების ასახვა შედეგებში და ანალიზი;
  • აქტივობების ბიუჯეტის განსაზღვრა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
  • ბიზნეს ასოციაციებთან ურთიერთობა. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის პრეზენტირება;
  • თვიური, კვარტლური და წლიური ანგარიშების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (B2/C1)
  • აღნიშნულ პოზიციაზე, სულ მცირე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ციფრული და სოციალური მედია პლატფორმების მართვის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel;

პიროვნული თვისებები:
  • კრეატიული აზროვნება;
  • დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • განვითარებისა და ფინანსური ზრდის სურვილი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე HR@oktogroup.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ‘’მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი’’  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!