მარკეტინგის სპეციალისტი
1xP PRIORITY Premium Development
თარიღები: 02 დეკ - 07 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მარკეტინგის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: premiumdevelopment1@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 591 88 22 99
შპს "პრემიუმ დეველოპმენტ კომპანი" ეძებს მარკეტინგის სპეციალისტს.

მარკეტინგის სპეციალისტის ფუნქცია-მოვალეობებია:
  • სოციალური ქსელის/საიტის მართვა/განვითარება;
  • სოციალურ ქსელებში კომპანიის ცნობადობის გაზრდა;
  • კონტენტის დაგეგმვა და განხორციელება სოციალური არხების მიხედვით;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და წარმართვა (სწორი მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა, რეკლამის მონიტორინგი და ანალიზი);
  • მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, მართვა და შესრულება კომპანიის მიზნებთან შესაბამისობაში;
  • კონკურენტული გარემოს ანალიზი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მარკეტინგის სფეროში 2-წლიანი გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, ველით თქვენს რეზიუმეს შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: premiumdevelopment1@gmail.com
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
ან დაგვიკავშირდით: +995 591 88 22 99 დათო +995 558 40 86 86 ტატო

გაცნობებთ, რომ კომპანია ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე
კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არა უმეტეს 1 წლის განმავლობაში. თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემების შეცვლა ან წაშლა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. კომპანია კანდიდატის შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების და თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისად და გამორიცხავს პირთა დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.