ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე რესტორან ,,არგოში“
კომპანია 2008 წლიდან ოპერირებს და მისი ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 მილიონ $ -ს შეადგენს. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტორია საქართველოში და კომპანიის ოპერირების მიმართულებებს წარმოადგენს მშენებლობა, უძრავი ქონების გაყიდვები, უძრავი ქონების მართვა, სასტუმრო მომსახურების მენეჯმენტი, რესტორნების მართვა, ტურისტული ატრაქციონის ოპერირება, სათამაშო ბიზნესის მართვა, საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორული ურთიერთობები. ტურინვესტ მენეჯმენტ ჯგუფის პროექტების ფარგლებში დაახლოებით 800-მდე ადამიანია დასაქმებული.
ჩვენ გუნდი ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე. პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. გუნდი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას მოახდინოთ საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზება გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
სტრატეგიული მენეჯმენტი და ტრანსფორმაცია:
- რესტორნის ბიზნეს მოდელის განვითარება და ტრანსფორმაციის პროექტების მართვა (სწრაფი კვების ობიექტად ან სრულყოფილ რესტორნად);
- ბაზრის ანალიზი და სტრატეგიული გეგმების შემუშავება.
ოპერაციული მენეჯმენტი:
- რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, ეფექტურობისა და სტანდარტების დაცვა;
- პროცედურების ოპტიმიზაცია და მენიუს ცვლილებების მართვა მომხმარებელთა საჭიროებების მიხედვით.
ბიუჯეტირება და მოგება-ზარალის ანგარიშგება:
- მოგება-ზარალის ანალიზი და მონიტორინგი: ფინანსური ანგარიშების პერიოდული ანალიზი და ბიზნესის მომგებიანობის შეფასება.
- ბიუჯეტის დაგეგმარება და კონტროლი: ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ბიუჯეტის შედგენა, ხარჯების მართვა და მომგებიანობის ზრდის სტრატეგიების შემუშავება.
მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა:
- მომსახურების სტანდარტების დაცვა და მომხმარებლის კმაყოფილების მაღალი დონის შენარჩუნება;
- მომსახურების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი.
პერსონალის მართვა:
- გუნდის ეფექტური მართვა, თანამშრომელთა მოტივაცია და განვითარება, სამუშაო განრიგის ოპტიმიზაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება:
- მენეჯმენტში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან კვების სფეროში ბაკალავრის ხარისხი
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება რესტორნის მართვის კუთხით
უნარები და კომპეტენციები:
- ლიდერობის უნარები – გუნდის მოტივაცია, თანამშრომელთა განვითარება და მართვის უნარი.
- სტრატეგიული აზროვნება – გრძელვადიანი მიზნების დაგეგმვა და ცვლილებების მართვა.
- ეფექტური კომუნიკაცია – როგორც გუნდის წევრებთან, ასევე მომხმარებლებთან.
ტექნიკური ცოდნა:
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel).
- რესტორნის მართვის სისტემებისა და შესაბამისი პროგრამების ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: დასახლება ფერია;
- სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
- ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, ეფორია სპაში;
- 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა არგოზე
- ფასდაკლებას რესტორან "არგოში”
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!