„რუსტარ ონლაინი“ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიაა, რომელიც დუბაიში დაფუძნებული ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის, „რუსტარ ტურიზმის“ პარტნიორს წარმოადგენს. კომპანიების ჯგუფი „რუსტარი“ უკვე 20 წელია ტურისტულ სფეროშია, თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტულ სააგენტოებთან და უკავია მოწინავე პოზიციები როგორც შემომყვან კომპანიას 7 ქვეყანაში: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საქართველო, აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელის კუნძულები , თურქეთი და ყატარი. საქართველოში კომპანია 7 წელია არსებობს და წარმოადგენს სწრაფად მზარდ კომპანიას. ტურისტული კომპანია „რუსტარ ონლაინი“ აცხადებს ვაკანსიას „კრედიტორებთან ურთიერთობის მენეჯერის“ პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.
მოვალეობები: - კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე კრედიტორებთან (სასტუმროებთან) ურთიერთობა რაც მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- მაილების შემოწმება/მონიტორინგი;
- დაუსრულებელი ინვოისებისა და ყოველდღიური ანგარიშსწორების გადამოწმება;
- სასტუმროებისაგან მიღებული რეპორტების შედარება კომპანიის სამუშაო პროგრამაში არსებულ მონაცემებთან;
- სასტუმროებისგან მისაღები საკომისიოების/პროცენტების/ინსენტივების გაანგარიშება/მონიტორინგი;
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის მითითებით სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (ფინანსების განხრით);
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა აუცილებელია;
- მსგავს პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS. Office, უპირატესობა მიენიჭებათ ექსელის საშუალო და მაღალ დონეზე მცოდნე კანდიდატებს);
ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@rustaronline.ge. ამასთანავე, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭებათ კანდიდატის სტატუსი. ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.rustartourism.com. გისურვებთ წარმატებას! შეტყობინება: "რუსტარ ონლაინი" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "რუსტარ ონლაინისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი შესაბამისი ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, კომპანიამ შესაძლოა, შეინახოს და გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "რუსტარ ონლაინს" მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე. კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა კომპანიას და მოითხოვოს აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება,დაბლოკვა,წაშლადა/ანგანადგურება; "რუსტარ ონლაინი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "რუსტარ ონლაინში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "რუსტარ ონლაინში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.rustartourism.com