პოზიციის დასახელება - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი - კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი (ლენტეხი / ონი)
თანამდებობრივი სარგო: 1089 ლარი (დარიცხული)
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: ლენტეხი, ონი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქციები:
- ინფორმაციის მოპოვება მომხმარებლის პროფესიული ცოდნის, უნარებისა და სამუშაო გამოცდილების, პიროვნული მახასიათებლების, ზოგადი და სოციალური უნარების, ასევე კარიერული გეგმების შესახებ;
- მომხმარებლის პროფილის შექმნა სასურველი პროფესიული განვითარების პერსპექტივის გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
- კარიერული გეგმის განხორციელების გზებისა და საშუალებების იდენტიფიცირება და დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ღონისძიებების განსაზღვრა, პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი და შეფასება;
- მოქალაქის მიღება, შესაბამისი კონსულტაციის გაწევა, დასაქმების პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაცია შესაბამისი მიმართულებით და შემდგომი მომსახურების გაწევა.
- საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ან დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მიმართულების შესახებ სამუშაოს მაძიებლების ინფორმირება სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
- ყოველდღიური და ყოველკვირეული სტატისტიკის წარმოება გაწეული მომსახურების შესახებ და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის გადაგზავნა.
- საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.
- საჭიროებისამებრ, სააგენტოს ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე რეაგირება.
- უზრუნველყოფს უფლებამოსილების ფარგლებში შემოსულ კორესპონდენციაზე რეაგირებას;
- კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სააგენტოს დირექტორის ან/და ზემდგომი ხელმძღვანელი პირ(ებ)ის მიერ გაცემული სხვა დავალებებისა და ცალკეული მითითებების შესრულებას.
პასუხისმგებლობები:
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა კომპლექსური გადაწყვეტილების განხილვებში მონაწილეობა, შუალედური გადაწყვეტილებების მიღება;
- სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესაბამისად ახდენს სხვადასხვა დოკუმენტების, წარმოების მასალების, პროექტების შემუშავებას, ანალიზს და შესაბამისი დასკვნების მომზადებას;
- პასუხისმგებელია დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ზედმიწევნით შესრულებაზე.
- პასუხისმგებელია დასაქმების პროგრამებისა და სერვისების მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის წინაშე.
- საკონკურსო თემატიკა
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N 01-110/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს დებულება";
- საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ;
- „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილება.
მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სამუშაო პროცესების ორგანიზებული, ჯეროვანი და დროული შესრულების უნარი.
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
- კლიენტთა მომსახურებისა და ინდივიდუალური კონსულტირების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
- საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.
- ანალიტიკური აზროვნება.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება (მუნიციპალიტეტის მითითებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.