სასტუმრო „სოლრიჯი“ აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში
სამუშაო ადგილი - თბილისი, სოლოლაკი, წავკისის ქ 13
სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 საათი, სამუშაო დღე 10 საათი, დილის ცვლა
ბიუჯეტი - 1300ლარი, დამატებით პერიოდული საბონუსე
Web: https://Solridge.ge/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღების და რეგისტრაციის პროცესის ორგანიზება;
- სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
- სტუმრების რეგისტრაციისთვის სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- სატელეფონო ზარების და ელ.ფოსტის მართვა;
- სტუმართან ეფექტური პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- რეზერვაციების მიღება და მართვა;
- საოფისე დოკუმენტების და ფაილების მართვა;
- საოფისე ინვენტარის შეკვეთა და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
- ინგლისური ენის ცოდნა; სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა;
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
სამ თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, თანამშრომელი ისარგებლებს დაზღვევით;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sololuckyapartment@gmail.com 2024 წლის 30 ნოემბრამდე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ან დაგვიკავშირდით: +995 (599) 293 593
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, წაშლა ან სხვა ცვლილება რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: sololuckyapartment@gmail.com ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.