არქიტექტორი

თბილისი სრული განაკვეთი მაი ლენდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: არქიტექტორი
კომპანია „მაი ლენდი’’ აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კარგი პრეზენტაციის უნარი და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული განვითარება;
  • მეგობრული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვების უზრუნველყოფა;
  • სამუშაო პროცესების მოქნილობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურაში, მაგისტრის ხარისხი არქიტექტურაში ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ღრმა ცოდნა და გამოცდილება - Revit, Autocad, Lumion;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • წარმატებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამები : Photodhop, Indesign;
  • საოფისე პროგრამები : Exel, Word;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • არქიტექტურული კონცეფციების და პროექტების შემუშავება, პროექტის მართვა და კოორდინაცია;
  • არქიტექტურული დიზაინის და ტექნიკური გადაწყვეტილებების განხორციელება ყველა ეტაპზე-კონცეფციიდან მომზადებამდე;
  • არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
  • არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება;
  • შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზედება;
  • 41 დადგენილების საბაზისო მოთხოვნების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@mylands.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 514061777